პოლიტოლოგი ნასრედინ ტაიბი ევროკავშირის ქვეყნებზე: გერმანიაში ხელისუფლება დაინგრა, რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაიშალა, ბელგიას ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი მთავრობა

პოლიტოლოგი ნასრედინ ტაიბი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

“ევროკავშირის პოლიტიკის მდგომარეობა:

ავსტრია – სამთავრობო მოლაპარაკებები ჩაიშალა, (შესაძლო) კანცლერი (კანდიდატი) გადადგა;

საფრანგეთი – ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში მორიგ ჯერზეც იშლება;

გერმანია – ხელისუფლება ჩამოიშალა;

ნიდერლანდები – უფუნქციო მთავრობა ფაქტობრივად ჩამოიშალა;

ესპანეთი – მთავრობა ბიუჯეტს ვერ იღებს;

ბელგია – ჯერ კიდევ არ ჰყავს ახალი მთავრობა;

რუმინეთი – გაუქმდა საპრეზიდენტო არჩევნები და სათავეში ისევ არაპოპულარული მთავრობაა;

ბულგარეთი – სავარაუდოა კვლავ ახალი არჩევნების ჩატარება”, – წერს პოლიტოლოგი.

Back to top button