ზურაბ ქადაგიძე პოლიციელების ბულინგზე: რადიკალები აგინებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესვრიან, პირო-ტექნიკით მიზანმიმართულად წვავენ და ახლა, რატომ იღიმისო?!

„რა ჯიშის ხალხი არიან ეს რადიკალები?! აგინებენ, აბულინგებენ, წყევლიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ხელს ურტყამენ, “მოლოტოვის კოქტეილებს” ესვრიან, პირო-ტექნიკით მიზანმიმართულად წვავენ და ახლა, რატომ იღიმისო?!“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე პოლიციელების მიმართ ბულინგზე.

„რა ჯიშის ხალხი არიან ეს რადიკალები?! აგინებენ, აბულინგებენ, წყევლიან, შეურაცხყოფას აყენებენ, ხელს ურტყამენ, “მოლოტოვის კოქტეილებს” ესვრიან, პირო-ტექნიკით მიზანმიმართულად წვავენ და ახლა, რატომ იღიმისო?! ისე, როგორი პარადოქსია – მოძალადეების უსაფრთხოებას იცავს, პოტენციური მსხვერპლი და ღიმილის გამო, აქეთ ამუნათებენ… უსამშობლოები ხარო ეტყვი და სწყინთ…,“- წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

Back to top button