სვიმონ ჯანგულაშვილი: ის გინების „სიმღერები“ და ეს გვარამიას საქციელები – ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური „სახალხო“ პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა…

,,ნაციონალური მოძრაობა“ ვიდრე არ მოშორდება ქართულ პოლიტიკას, მედიას და საზოგადოებას, მანამდე ჩვენ ვიქნებით პოლიტიკურ ჩიხში…“ – წერს საზოგადოება ,,ქართულის“ თანადამფუძნებელი დირიჟორი სვიმონ ჯანგულაშვილი სოციალურ ქსელში.

,,ნაცებში მარტო ძველ ნაცებს არ ვგულისხმობ. გუბაზ სანიკიძის შვილი და ხოშტარია-გვარამია-ჯაფარიძის ახალგაზრდა მუწუკ ნაცებსაც ვგულისხმობ.

ყველას, ვინც ამ პარტიების წევრია, უნდა აეკრძალოს პოლიტიკასთან და მედიასთან შეხება.

დაკავდნენ კერძო ბიზნესით, გახსნან სასტუმროები და რესტორნები და უმასპინძლონ ერთმანეთს – 700 ათასი ადამიანი არაა პატარა ბაზარი. უფურთხონ ერთმანეთს და იყვნენ.

ის გინების „სიმღერები“ და ეს გვარამიას საქციელები – ღვინოში ჩაფსმა და საჭმელ-სასმელში ჩაფურთხება ცხადი ნიშანია ნაცური “სახალხო” პროტესტის მარგინალიზებისა და სასოწარკვეთის სტადიაში შესვლისა…“, – წერს ჯანგულაშვილი.

Back to top button