კასპში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა

ქალაქ კასპში, მიკრორაიონის დასახლებაში ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა.

კასპის მერიის ინფორმაციით, სპორტული მოედანი კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მიმდებარედ ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო. აღნიშნულ ლოკაციაზე მერიის მიერ გარე მოხმარების ფიტნეს ტრენაჟორებიც ფუნქციონირებს.

პროექტის დასრულებამ ადგილობრივებს აღნიშნული ინფრასტრუქტურით ერთ სივრცეში სარგებლობის შესაძლებლობა მისცა.

 

Back to top button