კასპის სოფელ ხოვლეში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციის მიმდინარეობა, მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამი საუბნო მონაკვეთი, სანიაღვრე არხები ცხაურებით, ეზოში შესასვლელები და დაიგება ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

პროექტი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

Back to top button