2024 წელს საქართველოში მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორთა რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

2024 წელს საქართველოში  მნიშვნელოვნად გაიზარდა მაღალმხარჯველუნარიანი ვიზიტები.

განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება ისრაელიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში 310,982 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +43.3%-ია.

მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტები  ინდოეთიდან, ამ ქვეყნიდან საქართველოში  124,335 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა +46.8%-ია. ვიზიტები იზრდება ჩინეთიდანაც. ამ ქვეყნიდან საქართველოში  88,583 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 83.4%–ია. ზრდა არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. აშშ-დან საქართველოში  51,728 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 10.7%-ია.

Back to top button