საქართველოში 2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ვიზიტები მნიშვნელოვნად გაიზარდა

საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა გრძელდება სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან.

„2024 წელს სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში 140,739 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან +22.7%-ია. აღსანიშნავია, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნების მოგზაურები და რეზიდენტები მაღალმხარჯველობით გამოირჩევიან.

საქართველოში გასულ წელს საუდის არაბეთიდან 88,298 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +21%-ია. ქუვეითიდან კი 2024 წელს 27,277 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, ზრდა 2023 წელთან შედარებით +38.9%-ია“ -აცხადებენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

Back to top button