თენგიზ შარმანაშვილი გია ნოდიას განცხადებაზე: ესენი დემოკრატები და პროამერიკელები არ არიან. მათი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია გაცილებით მეტია მათთვის, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები

„კარგად დაუკვირდით ამას. კარგად გაიაზრეთ. ესენი დემოკრატები და პროამერიკელები არ არიან. მათი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია გაცილებით მეტია მათთვის, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები. ამერიკელი და ევროპელი პატრიოტებიც კი საძულველია მათთვის. ტყუილად არ ეძახიან ამათ კონსერვატიული ამერიკელები ნეომარქსისტებს და ნეოტროცკისტებს“, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი ანალიტიკოს, გია ნოდიას განცხადებას, რომლის თქმითაც, „ტრამპის საინაუგურაციო სიტყვა იყო თავისი სტილით დემაგოგიური, ნარცისისტული და მკვეხარა“.

შარმანაშვილის განცხადებით, როგორც მარქსისტებისთვის იყო მთავარი მსოფლიო რევოლუციის იდეა, ოჯახის ინსტიტუტის არქაულ წარმონაქმნად გამოცხადება, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების ნიველირება მსოფლიო რევოლუციის იდეების ფონზე, რელიგია ოპიუმად მიაჩნდათ ხალხისთვის, სწორედ ასეა გია ნოდიასა და მისი თანამოაზრეებისთვის.

„კარგად დაუკვირდით ამას. კარგად გაიაზრეთ. ესენი დემოკრატები და პროამერიკელები არ არიან. მათი ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია გაცილებით მეტია მათთვის, ვიდრე დემოკრატიული ღირებულებები. ამერიკელი და ევროპელი პატრიოტებიც კი საძულველია მათთვის. ტყუილად არ ეძახიან ამათ კონსერვატიული ამერიკელები ნეომარქსისტებს და ნეოტროცკისტებს. როგორც მარქსისტებისთვის იყო მთავარი მსოფლიო რევოლუციის იდეა, ოჯახის ინსტიტუტის არქაულ წარმონაქმნად გამოცხადება, სახელმწიფოსა და სამშობლოს ინტერესების ნიველირება მსოფლიო რევოლუციის იდეების ფონზე, რელიგია ოპიუმად მიაჩნდათ ხალხისთვის, ისეა ამათთვისაც. ამას ვინც ვერ ხედავს, იმასთან საუბარიც არ ღირს უკვე. ფერისცვალების გათამაშება უნდათ, მაგრამ იმდენად მოწამლულები არიან, აზრების ბოლომდე შენიღბვაც არ შეუძლიათ. ერთი არის კარგი, როგორც სახარებაშია, ცხვრის ქურქში გახვეული მგელი უფრო საშიშია. ესენი ცხვრის ქურქში ბოლომდე ვერ ეხვევიან, ეშვები მაინც უჩანთ,“- წერს თენგიზ შარმანაშვილი.

Back to top button