დღეს კასპის საკალათბურთო კლუბი „კასპის გრიფინი“ საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალში ტურნირის 2024 წლის გამარჯვებულ თსუ-ს შეხვდა.
გრიფინმა თსუ ანგარიშით 102 : 98 დაამარცხა და კლუბის გულშემატკივარი კიდევ ერთი გამარჯვებით გაახარა.
დღემდე ჩატარებულ 9 მატჩში გრიფინს არც ერთი შეხვედრა არ წაუგია.
კასპის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს კასპის გრიფინს მორიგ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.