გიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება ქართული ოცნების სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება

გიორგი გამსახურდია პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ვიდრე ე.წ. აღიარება არის შემდგარი ფაქტი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, დიპლომატიური ურთიერთობები ვერ აღდგება” და რომ „ქართული ოცნების” მიზანი რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით არის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება.

გამსახურდიას შეფასებით, ეს არის ქვეყნის პატრიოტი მმართველი ძალის და პატრიოტი პრემიერის განცხადება.

„ეს არის ქვეყნის პატრიოტი მმართველი ძალის და პატრიოტი პრემიერის განცხადება და არა ის, რომ სააკაშვილის ხროვა, ომის მერე, რუს ტურისტებს ლარსზე ხვდებოდნენ, მერე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ექაჩებოდნენ, ასევე მაგათ მაღალჩინოსნებს, ხან მინსკში და ხან მოსკოვში ხვდებოდნენ. აღარ მაქვს საუბარი, ყველაფრის რუსებზე მიყიდვაზე მათი მხრიდან. რუსეთუმეებს კიდევ გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება ქართული ოცნების სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება“, – წერს გამსახურდია.

Back to top button