ევროკომისიამ საქართველოს კოვიდ-პასპორტები აღიარა

ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კოვიდ-პასპორტების აღიარების შესახებ – აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“შესანიშნავი სიახლე! საქართველო ევროკავშირის კოვიდ-სერტიფიკატის სისტემას შეუერთდა, რითიც კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა პანდემიასთან ბრძოლის პროცესში. საქართველო რჩება თავისი დასავლური ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული და მზადაა გააგრძელოს მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან ერთად,” – წერს მინისტრი Twitter-ის პირად გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ სერთიფიკატს, შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილებას.

Back to top button