
„ფაქტმონიტორის“ ანალიტიკოსი ვახტანგ თოფურია X-ზე გერმანელი ჟურნალისტის იულიან რაიხელტის პოსტს აზიარებს, რომელშიც 2022 წელს ევროკავშირის მიერ უკრაინისა და რუსეთისთვის გადარიცხული თანხების შესახებ მონაცემებია მოყვანილი.
„ევროკავშირის გადახდები უკრაინისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 231.5 მილიარდი ევრო.
ევროკავშირის გადახდები რუსეთისთვის 2022 წლის თებერვლიდან: 232.05 მილიარდი ევრო.
ეს არის ყველაზე გიჟური საომარი „სტრატეგია“ ისტორიაში“, – წერს რაიხელტი.
თოფურიას შეფასებით, ეს პროცესი ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითია.
„თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ ევროკავშირის ბოლოდროინდელ შანტაჟს — მცდელობას, რომ სანქციების 21-ე პაკეტში მოექციათ ყულევის ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა და იქ რუსული ნავთობის კვალი ეძიათ.
ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი“, – წერს ვახტანგ თოფურია.