ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა ასოცირებული ტრიოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.
საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, დავით ზალკალიანმა, დმიტრო კულებამ და ნიკუ პოპესკუმ შეხვედრაზე მიმოიხილეს ასოცირებული ტრიოს სამომავლო გეგმები, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გათვალისწინებით და ხაზი გაუსვეს სამიტზე ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ტრიოს ქვეყნების ევროპული მისწრაფების აღიარების და პრინციპის მეტი-მეტისთვის გათვალისწინების მნიშვნელობას.
მინისტრებმა ისაუბრეს ასოცირებული ტრიოს თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატების გააქტიურების, ასევე ევროკავშირთან მეტი დაახლოების, პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების და ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის მიმართულებით მჭიდრო კოორდინაციის საკითებზე. საუბარი შეეხო კონკრეტულ ნაბიჯებს ევროკავშირის ერთიან ბაზარზე სრული ინტეგრაციის ხელშეწყობის ასევე ევროკავშირსა და ასოცირებულ ტრიოს შორის დიალოგის შემდგომ განვითარებას, ისეთი პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ციფრული ტრანსფორმაცია, მწვანე ეკონომიკა, სტრატეგიული კომუნიკაციები და სხვა.
ხაზი გაესვა ტრიოს ფარგლებში მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ორგანიზების მნიშვნელობას