ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემის მოწესრიგების სამუშაოებს ატარებს.

„სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები თიქორი-ენგურის დამშრობ მასივზე მიმდინარეობს. სოფელ ახალ კახათში ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან, ჯამში, 5 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხები იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხის გამტარუნარიანობის გაზრდას უზრუნველყოფს. შედეგად, 70 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც უხვი და ხარისხიანი მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს“ -აცხადებენ უწყებაში.

სამუშაოები, რომელსაც კომპანია საკუთრი ძალებით ახორციელებს მარტის თვეში დასრულდება.

Back to top button