ვლადიმერ ბოჟაძე: ამ მკვლელი და მწამებელი სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი, ამ დამსახურებისთვის გადაეცა მეგის ქარდავას ღირსების ორდენი და ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება და თანაც რევოლუციით

,,ახლა ვუყურე (ბოლომდე ვერ გავუძელი) დოკუმენტურ, სრულიად ამაზრზენ ვიდეო კადრებს და ასეთი ალბათ ათასობით აქვთ გადაღებული და შენახული.’’ – ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალას, სადაც დაკავებულ პირს აიძულებენ არარსებული დანაშაულის აღიარებას.

როგორც ბოჟაძე წერს, ამ სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი.

,,ახლა ვუყურე (ბოლომდე ვერ გავუძელი) დოკუმენტურ, სრულიად ამაზრზენ ვიდეო კადრებს და ასეთი ალბათ ათასობით აქვთ გადაღებული და შენახული. აი ამ მკვლელი და მწამებელი სისტემის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი, აი ამ დამსახურებისთვის გადაეცა მეგის ქარდავას ღირსების ორდენი, აი ამ ხალხს უნდა ხელისუფლებაში დაბრუნება და თანაც რევოლუციით, რადგან იციან არჩევნების გზით ვერასდროს დაბრუნდებიან.’’ – წერს ბოჟაძე facebook – ზე.

 

Back to top button