
საბიუჯეტო სახსრების საქმეზე სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, ამ გადაწყვეტილებას კი ხმაურით შეხვედრიან დარბაზში მყოფები. აი, კიდევ ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რატომ ბედავდა პრეზიდენტის სავარძელში გართხმული კრიმინალი ბიუჯეტის შეჭმას,- წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.
ნიკოლეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა ამას „პიჯაკების საქმე“ დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა.
„საბიუჯეტო სახსრების საქმეზე სააკაშვილს 9 წელი მიესაჯა, ამ გადაწყვეტილებას კი ხმაურით შეხვედრიან დარბაზში მყოფები. აი, კიდევ ერთ-ერთი დადასტურება იმისა, რატომ ბედავდა პრეზიდენტის სავარძელში გართხმული კრიმინალი ბიუჯეტის შეჭმას. შვილის უცხოეთში სწავლის დაფინანსება, საყვარლებისთვის ძვირად ღირებული საჩუქრები, სამკაულები, მასაჟები, „ფერწერული“ ტილოები, გადაფრენები თუ გადმოფრენები. მისმა მხარდამჭერებმა და მომწონებლებმა კი ამას “პიჯაკების საქმე” დაარქვეს, კანონმა კი ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მისცა და მილიონების ფლანგვის გამო სააკაშვილს 9 წელი მიუსაჯა. ახლა რამდენ რეზოლუციას თუ განცხადებას გამოაგზავნიან მისი ლობისტი უცხოელები ნაკლებად საინტერესოა, ძალიან დაგვავალებენ თუ გვეტყვიან მათ პრეზიდენტს ასეთი შემთხვევის არსებობის დროს როგორ ეპყრობიან,“- წერს ნიკოლეიშვილი.