
კასპის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში მიმდინარე აქციას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები შეუერთდნენ.
მხარის რწმუნებულმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კასპის №3 საჯარო სკოლის ეზოში პირველკლასელებთან ერთად სხვადასხვა ჯიშის ნერგები დარგეს.
საგანმანათლებლო-გარემოსდაცვითი აქციის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 338-მა პირველკლასელმა პირველი ნერგი დარგო.