თითქოს არაფერი და, ბედისწერა მაინც ოხერია. სააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადაყვანა სახვეწარი გაუხდა. გოგა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მგლის ბილეთით იყო გაგდებული ეროვნული გვარდიიდან, – ამის შესახებ Facebook-ზე ეროვნული გვარდიის ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ თოფურია წერს.
თითქოს არაფერი და, ბედისწერა მაინც ოხერია. სააკაშვილს გორის, გოგა აბრამიშვილის სახელობის ჰოსპიტალში გადაყვანა სახვეწარი გაუხდა. ეს ის გოგა აბრამიშვილია, რომელიც 2008 წელს ფაქტობრივად მარტო დარჩა ევაკუირებულ ჰოსპიტალში „იქნებ კიდევ ვინმე დაჭრილი მოიყვანონ და ექიმი ხომ უნდა იყოსო“ – თქვა და დარჩა… დარჩა სამუდამოდ. რუსულმა ვერტმფრენმა ტყვიამფრქვევის ჯერით გადაჭრა ჰოსპიტლის ეზოში.
ახლა რამ გამახსენებინა გოგა? გოგა სააკაშვილის ხელისუფლების მიერ მგლის ბილეთით იყო გაგდებული ეროვნული გვარდიიდან… მე რა ვიცი? ერთად მოგვართვეს 4 ნაბრძოლ ადამიანს ეს მგლის ბილეთი სრულიად უმიზეზოდ და უზნეოდ… მიუხედავად ამისა, ოთხივე ვმონაწილეობდით 2008 წელს, სამშობლოს არ გავბუტებივართ და არც გვიფორთხია.
დარწმუნებული ვარ, ცოცხალი რომ იყოს გოგა, აუცილებლად გულწრფელად უმკურნალებდა მას.ძნელია იმ პატარა ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყოველ კუთხე-კუნჭულში ბოროტება გაქვს დათესილი“, – წერს მალხაზ თოფურია.