გავლენიანი ამერიკული გამოცემა „The Wall Street Journal” შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდების შემოსვლის შესახებ წერს.
სტატიის ავტორი საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნების კონტექსტში აშშ-ის ხომალდების მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. ამასთან, ის 2021 წლის 9 ნოემბერს, ბათუმის პორტში ამერიკული ხომალდების შემოსვლისა და პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის გემზე სტუმრობის შესახებ საუბრობს.
„აშშ პარტნიორებისთვის რეგიონში საზღვაო უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს. საქართველოს საპორტო ქალაქ ბათუმში, აშშ-ის მეექვსე ფლოტმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში ამ თვის დასაწყისში უმასპინძლეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის ქვეყანაც დამოკიდებულია აშშ-ს საზღვაო წვრთნებზე მას შემდეგ, რაც მისი საზღვაო ფლოტი 2008 წელს რუსეთმა გაანადგურა,” – აღნიშნულია გამოცემის მიერ.
სტატიაში ასევე მოყვანილია ციტატა საქართველოს მთავრობის მეთაურის მიერ ამერიკულ ხომალდ “Mount Whitney”-ზე გაკეთებული განცხადებიდან: „საქართველო იზიარებს რეგიონში მშვიდობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობას და შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების მნიშვნელობას.”
აღსანიშნავია, რომ სტატიის ავტორი ხაზს უსვამს შავ ზღვაში ამერიკული საზღვაო ხომალდების შემოსვლის შედეგად, რუსეთის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.