აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანს ავღანეთის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და შესაბამის წერილს უგზავნის.
„შეერთებული შტატების სახელით მადლობას გიხდით საქართველოს მიერ ავღანეთში ქართული საჯარისო ფორმირებების განლაგებით, ნატოს ტერორიზმთან ბრძოლისა და რეგიონული უსაფრთხოების ხელშეწყობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის.
2015-2021 წლებში საქართველო გახლდათ „მტკიცე მხარდაჭერის მისიის” და „საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების” მისიების ერთ-ერთი მთავარი სამხედრო კონტრიბუტორი,” – ნათქვამია წერლიში.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი მადლიერებას გამოხატავს ავღანეთიდან 2500-ზე მეტი პირის ევაკუაციის პროცესში საქართველოს მნიშვნელოვანი როლისთვის.
„გიერთდებით თქვენ და ქართველ ხალხს და პატივს მივაგებ იმ 32 ქართველს, რომელთაც თავი გასწირეს და 300-ზე მეტ იმ ადამიანს, რომელნიც დაიჭრნენ ჩვენი საერთო ღირებულებების დაცვის დროს.
აშშ ძალიან აფასებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საქართველოსთან და საქართველოს ლიდერობას გლობალური და რეგიონული გამოწვევების გადაწყვეტის კონტექსტში. ჩვენ ველით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებას ჩვენი საერთო ინტერესების გაძლიერებისთვის,” – წერს ენტონი ბლინკენი.