ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში საბინე მახლის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, სოციალურ და ეკონომიკურ პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე.
საბინე მახლიმ ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
მერიაში გამართულ შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ანა ფაშალიშვილი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი, ნათია კვიციანი.