ირმა ხახუტაიშვილი: „ნიკორაში“ შევედი, 20 ახალგაზრდაა ჩემს წინ, ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, უცებ ესემესი მოდის ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე ეუბნება, ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ის ეუბნება – 200-იო პასუხობს – მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა

„ფეისბუკ“ მომხმარებელი ირმა ხახუტაიშვილი ერთ-ერთ სუპერმარკეტში მომხდარი ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხახუტაიშვილი აღნიშნავს, სუპერმარკეტში სალაროსთან დგომისას, „ესემესის ხმა მოდის ჩემს წინ მდგომი ორი გოგონას ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე უცებ ეუბნება, – აჰა ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ეს ეუბნება, 200-იო ის პასუხობს, – მერე რა სახე გაქვს ვერ გავიგე, ნობელის პრემიას ელოდებოდი ერთ დღეშიო?“

მისივე თქმით, არაა ცუდი ფული 200 ლარი დღეში, თუმცა, აქაურებს აშკარად ეცოტავათ.

„გამოფენის წინ რომ „ნიკორაა“ იქ შევედი რაღაცები უნდა ვიყიდო. დავიძერი სალაროსკენ და უცებ გაივსო იქაურობა, დადგა დიდი რიგი. მიახლოებით 20 ახალგაზრდა ჩემს წინაა, შემოდიან და შემოდიან, ჯიბეებში ან ხელში აქვთ ევროპული ქვეყნების დროშები, დგანან რიგში, უკვე შეჩვეული ვარ ხოლმე ამათ სახეებს და ნული რეაქცია, ვარ ჩემს ფიქრებში.

ჩემს წინ დგას ორი გოგო, იმდენად ნელა მიდიოდა რიგი, უკვე ავღელდით, დავიწყეთ რატომ არ არის მეორე მოლარე, მხოლოდ ერთი სალარო მუშაობდა, მოკლედ, უკვე გამოვფხიზლდი, უცებ ამ დროს, ესემესის ხმა მოდის ჩემ წინ მდგომი ორი გოგონას ერთ-ერთის ტელეფონზე, მეორე უცებ ეუბნება, – აჰა ხომ გითხარი შენც ჩაგერიცხებათქო, რამდენიაო ეს ეუბნება, 200-იო ის პასუხობს, – მერე რა სახე გაქვს ვერ გავიგე ,ნობელის პრემიას ელოდებოდი ერთ დღეშიო? მერე უკვე მათი რიგიც მოვიდა, აიღეს ორ ორი სიგარეტი, წყალი და იოგურტი და გავიდნენ. სხვებიც ძირითადში იმავეს ყიდულობდა, თხილეულს, გამომცხვარ ხაჭაპურებს, მერე დავაკვირდი რიგი იმიტომ მიდიოდა ნელა რომ სიგარეტს მოლარე მეორე სალაროდან იღებდა, მოკლედ, რა ფულს ხარჯავს ევროპა, „საღოლ“, თუმცა მათაც გასათეთრებელი აქვთ რა, არაა ცუდი ფული 200 ლარი დღეში ხომ იცი. თუმცა აქაურებს აშკარად ეცოტავათ ეგეც ფაქტია“- წერს ირმა ხახუტაიშვილი.

Back to top button