კასპის მუნიციპალიტეტი ბათუმში გაიმართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის გამოფენაში მონაწილეობდა

კასპის მუნიციპალიტეტი ქალაქ ბათუმში გამართულ ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის რიგით მე-16 საერთაშორისო გამოფენა „EBIT 2025“ მონაწილეობდა.

გამოფენაზე ვიზიტორებმა მიიღეს ინფორმაცია კასპის მუნიციპალიტეტში არსებული ღირსშესანიშნაობების, ტურისტული ობიექტებისა და პოტენციალის, რესურსებსა და მარშრუტების შესახებ.

სპეციალურად მოწყობილ კუთხეში გაიმართა წნულების მასტერკლასი.

გამოფენაში 70-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო დაწესებულება მონაწილეობდა და მისი მიზანი ტურისტული მიმართულებით მომუშავე კომპანიებს შორის თანამშრომლობის დამყარება და ახალი კონტაქტების მოძიება იყო.

Back to top button