„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებული თამაზ წულაია: „კასტილიანი“ კაცი „ენგურშია“, საწყალი კაცი რომ გააუბედურეს და გააუპატიურეს იმ შენობაში იყო, ეს ინფორმაცია ვინ მომაწოდა და როგორ გაჟღერდა მიხვდნენ და იმ ქალის სადარბაზო მოწამლეს

საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ დაზარალებულმა თამაზ წულაიამ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქალი, რომელმაც მას ინფორმაცია მიაწოდა, რომ ადამიანების წამება და გაუპატიურება ხდებოდა მის კუთვნილ შენობაში „ენგური“, მოწამლეს და გარდაიცვალა.

„მე ციხეში რომ ვიყავი, მქონდა კავშირები გარე სამყაროსთან, ჩემებთან, ტელეფონი, ყველაფერი და ჩემი ენგურის გვერდით ცხოვრობდა ერთი დაქალივით ადამიანი, რომელიც ყველაფერს ხედავდა და მეუბნებოდა. მესამე სართულზე გაუხსნიათ გამაჯანსაღებელი სპორტული პოლიციელებისთვის ვითომ რაღაცა. უკნიდან იყო ასასვლელი, 9-10 საათის მერე აიყვანდნენ ხელბორკილიან ადამიანს, მიდიოდა ცემა, მიდიოდა ტყეპა. რომ არის „კასტილიანი“ კაცი და რაღაცა რომ არის, ის ენგურშია იმ შენობაშია.

ის მამაკაცი, საწყალი კაცი რომ გააუბედურეს და გააუპატიურეს იმ შენობაში იყო. კასრები და ყველაფერი იქ იყო, მაგრამ როდესაც მოვიდა „ქართული ოცნება“, 3 დღეში ყველაფერი სადღაც წავიდა და მერე სადღაც ნახეს. ეს ყველამ იცოდა, მაგრამ ვის ეტყოდი და რომ გეთქვა რა აზრი ჰქონდა, თუ იტყოდი რამეს, შენც დაგიჭერდნენ და იქ მცხოვრები ხალხი ამას ხედავდა. ეს დამალული არ არის, ეს ყველამ იცის. ეს ინფორმაცია ვინ მომაწოდა და როგორ გაჟღერდა მიხვდნენ და იმ ქალის სადარბაზო მოწამლეს, ვითომ რაღაცა ეზოს რომ ასხურებენ წამალს და იმ ქალს შეეყარა ავადმყოფობა, ინსულტი მიიღო და მოკვდა“, – განაცხადა თამაზ წულაიამ.

Back to top button