
პარლამენტში 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბიზნესის რეკეტზე, წამებაზე და არაადამიანურ მოპყრობაზე, უფლებების უხეში შელახვის სხვა ფაქტებთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული თამაზ წულაია საუბრობს.
„ახალაიამ ყველაფერი იცოდა. ციხეში იმიტომ დამაყოვნა, რომ ეს საქმე გაკეთებულიყო. ახალაიამ იცოდა, დავით როგავამ როგორ მიითვისა ენგური, აქციის საფასურად მიითვისა ჩემი წილი და ყველაფერი. ახალაია იმის კაცი არ იყო 50 ათასი დოლარი აეღო?! რომ მიეცათ ნახევარი მილიონი დოლარი, აიღებდა. ეს შენობა ღირდა სამიდან ხუთ მილიონამდე. ახალიამ რომ წაართვა ამათ ეს და რომ გააქცია ეს ხალხი რომ შეაშინა, რადგან ფული არ მიიღო იმდენი, რამდენიც უნდოდა, იცოდა ამათი გაფუჭებული საქმე რა იყო, შეეშინდათ ამათ და გაიქცნენ. ორს გამოუტანეს ხუთ ნახევარი წელი დაუსწრებლად. უნივერმაღის შენობის გარდა [ახალიამ] წაგვართვა 21 ობიექტი.
ყველაფერი წაგვართვა. ეს ყველაფერი ვის მისცა, რა გააკეთა არ ვიცი, სულ ორი ობიექტია დარჩენილი დღეს, რომელიც არ არის გასხვისებული, დანარჩენი ყველაფერი მიითვისა. „უნივერმაღი ენგური“ გადასცა თავის შვილს“, – განაცხადა თამაზ წულაიამ.