დარგვის აქცია „გაამწვანე საქართველოს“ ინიციატივით გაიმართა

საპატრიარქოს ფონდის „გაამწვანე საქართველო” ინიციატივით და ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის სახელობის ტაძრის ეზოში სასულიერო და საერო პირებმა 30-მდე ზეთისხილის ხე დარგეს.

ფონდი „გაამწვანე საქართველო“ 2013 წელს კათალიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა. ეროვნული სატყეო სააგენტო ფონდთან წლებია თანამშრომლობს.

ერთობლივი პროექტები მომავალშიც აქტიურად განხორციელდება.

Back to top button