გია ვოლსკი: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, სისტემა უკვე 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა, ამჟამად საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი

„2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. როგორც მან აღნიშნა, უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში, სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, ამჟამად კი, საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე, დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი.

„ცნობისათვის: უკრაინელი მიგრანტი ბავშვების სასკოლო განათლებისათვის სექტორები გახსნილია 4 სკოლაში, თბილისსა და ბათუმში. სისტემა 3000-მდე მოსწავლეს მოემსახურა სამი სასწავლო წლის განმავლობაში, საიდანაც 800-მდე მოსწავლემ დაასრულა მე-11 კლასი ან დაბრუნდა უკრაინაში. ამჟამად, საჯარო სკოლებში ირიცხება 2200 მოსწავლე. ამათგან 1383 მოსწავლე სწავლობს უკრაინულ სექტორზე, ხოლო დანარჩენი – რუსულ სექტორზე. დასაქმებულია 80-მდე უკრაინელი მასწავლებელი და ბავშვთა ფსიქოლოგი. 2022-2025 წლებში უკრაინელი ბავშვებზე განათლების სამინისტროს ხაზით დახარჯულია 20 მილიონამდე ლარი“, – წერს გიორგი ვოლსკი.

Back to top button