
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის მხარდამჭერია.
Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 15 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
აღსანიშნავია, რომ Fulbright-ის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ხარისხს ან არის მეოთხე კურსის სტუდენტი. სასტიპენდიო პროგრამის მოთხოვნებისა და განაცხადის შევსების წესების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.
- აპლიკაციის ეტაპის წარმატებით გადალახვის შემდეგ, ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ გასაუბრება;
- შერჩეული აპლიკანტებმა უნდა ჩააბარებენ სამი ტიპის ტესტი: TOEFL, GRE, GMAT.
2026-2027 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 აგვისტომდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.