Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით ყველა მხრიდან დიდი ინტერესია-Georgian Travel Group

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიურო გერმანიაში, Imex Frankfurt 2025-ის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს.

გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროსთან ერთად აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ასევე 9 სასტუმრო და კომპანიაა წარდგენილი

“მნიშვნელოვანი გამოფენაა,  ძალიან საინტერესო შეხვედრებია, Imex Frankfurt 2025-ზე საქართველოს საქმიანი ტურისტული მიმართულებით ყველა მხრიდან დიდი ინტერესია. ჩვენ შევხვდით კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან ტურებით, ასევე ბიზნეს მიმართულებით”-აცხადებს )ტურისტული კომპანია Georgian Travel Group-ის წარმომადგენელი ელენე გოდერძიშვილი.

Imex Frankfurt 2025-ის გამოფენას 150-ზე მეტი ქვეყნიდან 12 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. გამოფენაზე 3100 კომპანია და ორგანიზაციაა წარმოდგენილი.

Back to top button