ევროპარლამენტის პრეზიდენტი დევიდ მარია სასოლი ასოცირებული ტრიოს ფორმატში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.
დევიდ მარია სასოლის თქმით, ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან მათი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის პრემიერ-მინისტრებთან. თქვენი ქვეყნები წარმოადგენენ ევროპის, ჩვენი საერთო ისტორიის და საზიარო მომავლის არსებით ნაწილს. ევროპარლამენტი უპირობოდ უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან თქვენი პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას”,- წერს დევიდ მარია სასოლი სოციალურ ქსელ „ტვიტერში”.