ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა მკერდით „მხატვრის“ ამ „შედევრში“ რომ ბიუჯეტის ფული გადაიხადა და „ნაცები“ რომ საქმეს მაინც პიჯაკების საქმეს ეძახით, მაგ უტიფრობაში გენაცვალეთ ყველას!

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ეხმაურება პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯზე მკერდით შესრულებული ნახატი 16 245 ლარად შეიძინა.

„სააკაშვილმა ამერიკელი მკერდით „მხატვრის“ ამ „შედევრში“ რომ ბიუჯეტის ფული გადაიხადა, თან საიდუმლო გრიფი დაადო ხარჯებს და „ნაცები“ რომ საქმეს მაინც პიჯაკების საქმეს ეძახით, მაგ უტიფრობაში გენაცვალეთ ყველას!” – წერს ექსპერტი სოციალურ ქსელში.

ბრალდების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხარჯზე მკერდით შესრულებული ნახატი 16 245 ლარად შეიძინა. ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.

Back to top button