„საქართველოში, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელის შეშლა დასჯადია და დიახ, პოლიციელის ღირსებას იცავს კანონი“- ასე ეხმიანება საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი პოლიციელებზე თავდასხმის ფაქტს.
მეგრელიშვილი პოლიციის უფლებამოვალეობებს 2012 წლამდე და მას შემდეგ პერიოდს ადარებს და აღნიშნავს, რომ დღეს პოლიციის სიტყვა კანონია და მისი დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა.
„წავიდა ის დრო როცა პოლიტელიტა თავად იყო კანონიც, მოსამართლეც, პოლიციელიც და ბრალმდებელიც. გახსოვთ ალბათ მართლწესრიგის დაცვისას პოლიცია ვანო მერაბიშვილის დავალებით მიშა მიშას როგორ ყვიროდა და ამით საკუთარ ხალხზე “ნადირობას” ზეიმობდა. ფორმიანი პოლიციელი პირდაპირ პარტიის ინტერესების გამტარი პარტიული პირი იყო რომელიც არაერთ უკანონო ბრძანებას ასრულებდა. მაშინ პარტიასთან დაპირისპირებისას არაერთი პოლიციელი გახდა რეჟიმის მსხვერპლი. მიხეილ სააკაშვილი მარცხენა ხელით თუ საპოლიციო რეფორმებს ხელმძღვანელობდა მარჯვენას მისსავე შექმნილ პოლიციას თავში ურტყამდა…ახლა 2021 წელია და ქართული პოლიცია ემსახურება კანონს და არა პარტიას. საქართველოში, როგორც სამართლებრივ სახელმწიფოში პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელის შეშლა დასჯადია და დიახ პოლიციელის ღირსებას იცავს კანონი. დღეს პოლიციელის სიტყვა კანონია და ამ სიტყვის მორჩილება კი მაღალი სმართალშეგნების მქონე მოქალაქის პირდაპირი ვალდებულებაა. სწორედ სამართალშეგნების ძალიან დაბალი დონისა და დესტრუქციული დავალებების გამო თამლიანი და მისი თანამოაზრეები კანონის წინაშე უძლურნი აღმოჩნდნენ და ისინი დააკავეს. ასე იქნება ყველა სხვა პირის შემთხვევაში ვინც პოლიციელზე ხელს აღმართავს და ქართულ კანონს არ დაემორჩილება. გაქვთ პროტესტი?! გააპროტესტეთ, არავინ გიშლით, მაგრამ გახსოვდეთ პროტესტის უფლება არ ნიშნავს კანონის გვერდის ავლას და პოლიციელზე ხელის აღმართვის უფლებას.“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.