საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობას და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს? – ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ქმრების, შვილების, მამების ციხიდან გამოსაყვანი თანხის საშოვნელად, მილიონამდე მოქალაქე რომ გაუშვი იძულებით ემიგრაციაში სხვისი მოხუცების მოსავლელად – ამ თემას საშენოდ როგორ ეხები საერთოდ? უაზრო და ამჟამად, უფუნქციო შენობების (პრეზიდენტის სასახლე, ქუთაისის პარლამენტი) მშენებლობაზე მილიარდები რომ გაქვს დახარჯული – მოსახლეობის რა სოციალურ ზრუნვაზე გველაპარაკები? პუტინის ბრძანებით, ეროვნული უშიშროების აკადემია რომ გააუქმე – დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც მიადექი? 26 მაისს პოლიცია უკონტროლოდ მოქმედებდაო და ამით ვანოს რომ ძირავ უკვე მეორედ – პასტა/ფურცელი/ჩვენება! ფიზიოლოგიური ინსტინქტების დაკმაყოფილებაზე აგებული ავტოკრატიული სისტემის შემქმნელი – კოალიციურ მმართველობაზე ჩვენ გველაპარაკები? ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ფსიქიკის, ღირსების გამანადგურებელი, დაუნდობელი პოლიციური სისტემის ფუძემდებელი – არჩევით შერიფებზე ლექციებს გვიკითხავ, პოლიციისთვის ადამიანური ღირსების დამბრუნებელ ხელისუფლებას? საკუთარი დედისთვის ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ნაწილების უპრაგონოდ გამჩუქებელი, საგანმანათლებლო სფეროში მეცენატობას და ქველმოქმედებას უწუნებ ივანიშვილს? ჩემს დროს პანდემიაც კი არ იყოო – ამის თქმას რაღა გიშლიდა?“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.