ვლადიმერ ბოჟაძე: საკრებულოს წევრების მძევლად აყვანა, დმანისიდან თბილისში წაყვანა და ,,შიდა პატიმრობა” მსოფლიოში გაუგონარი ამბავია

თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე, სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრების მძევლად აყვანა, დმანისიდან თბილისში წაყვანა და ,,შიდა პატიმრობა” მსოფლიოში გაუგონარი ამბავია.

“საკრებულოს წევრის სხდომაზე არ დასწრება გამიგია, დასწრებაც გამიგია. გაცდენაც, ბოიკოტიც, საპატიო მიზეზით ვერ მისვლა და არასაპატიო მიზეზითაც, მაგრამ საკრებულოს წევრების მძევლად აყვანა, დმანისიდან თბილისში წაყვანა და ,,შიდა პატიმრობა” მსოფლიოში გაუგონარი ამბავია. ყოჩაღ ,,ნაციონალურ მოძრაობას”, აი სწორედ ამას ქვია ჭეშმარიტი შიდა პარტიული დემოკრატია და თვითმმართველობა “-წერს ბოჟაძე facebook-ზე.

Back to top button