,,მე მაინტერესებს, თქვენ რომ ჩვენი პარტიის აღმასრულებელი მდივანი იყავით, რა იყო თქვენი მთავარი მიღწევა, რომ საკუთარ თავს მანქანა უყიდეთ. რა მიღწევები გქონდათ, თქვენ ქართულ ოცნებაში? თქვენ არ იყავით ჩვენი პარტიის ლიდერი?’’ – ასე მიმართა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა არმაზ ახვლედიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
თეა წულუკიანმა არმაზ ახვლედიანის შეკითხვას, თუ რატომ არ გამოიყენა სტრასბურგში ცხოვრების გამოცდილება საქმიანობაში უპასუხა – რომ მისი მხრიდან ქება სტრასბურგში ცხოვრებასთან დაკავშირებით, გაუგებარია.
,,ბატონო არმაზ, მადლობა შექებისათვის რომ სტრასბურგის მიცხოვრია, თუმცა ამაზე შესაქები არაფერია, შემდეგ მოაყოლეთ, ვითომ ქებას, წუმპე და ტალახი და ამისთვისაც მადლობას გიხდით, უბრალოდ დასანანია. ამას სხვებს არ ვეტყვი, არმაზ, დასანანია.’’ – განაცხადა თეა წულუკიანმა.