,,რატომ არ პასუხობენ? თუ იტყვიან, რომ არ შეიცავს, ხვდებიან როგორი უსინდისობა იქნება, თუ იტყვიან რომ შეიცავს, რა ტალახში ათრევს ჯერ სააკაშვილი და მერე ნიკა გვარამია ესეც იციან.
ამიტომ დამალვა აირჩიეს, და დუმილი!’’ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი არასამთავრობო სექტორის მხრიდან დუმილს მიხეილ სააკაშვილის მიერ საკუთარი შვილის სწავლის დაფინანსების თაობაზე. როგორც ნიკოლეიშვილი წერს არასამთავრობო სექტორის დუმილი, შესაძლოა თანხმობას ნიშნავდეს ,,შეიცავს თუ არა სააკაშვილის მიერ ბიუჯეტის ფულით საკუთარი შვილის დაფინანსება, კორუფციის ნიშნებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ პასუხობენ! რატომ არ პასუხობენ? თუ იტყვიან, რომ არ შეიცავს, ხვდებიან როგორი უსინდისობა იქნება, თუ იტყვიან რომ შეიცავს, რა ტალახში ათრევს ჯერ სააკაშვილი და მერე ნიკა გვარამია ესეც იციან. ამიტომ დამალვა აირჩიეს, და დუმილი! ოღონდ დუმილი, რომ ხშირად თანხმობას ნიშნავს?!’’ – წერს ნიკოლეიშვილი.