როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ რეგიონში შეყვანილი იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებმა დღეს, თითქოს საქართველომ ომი დაიწყო – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ამ ქვეყანაში, ვინც არ უნდა იყო და რომელ პარტიასაც ან მის მედიასაშუალებასაც არ უნდა წარმოადგენდე, უნდა იყოს ერთი მარტივი დათქმა – სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ არანაირი ნარატივის გატარება არ შეიძლება – „როდესაც სახელმძღვანელოში ამოიკითხავ ფრაზას, რომ საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ რეგიონში შეყვანილი იქნა შეიარაღებული ძალები, ამას არ უნდა მისცე იმგვარი ინტერპრეტაცია, რაც ეს გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე ტელევიზიამ თუ სხვა საინფორმაციო საშუალებებმა დღეს, თითქოს საქართველომ ომი დაიწყო. ეს არ უნდა დააბრალო საკუთარ ქვეყანას და არ უნდა გამოაჩინო ისე საზოგადოების თვალში, როგორც აწყობს რუსეთის ფედერაციას ანუ ოკუპანტ სახელმწიფოს.
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულებისას სამართალწარმოების დროს ყველა სიტყვას, განცხადებას, ინტერპრეტაციას შესაძლებელია მიეცეს ისეთი სახე, რაც დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, ეს ქართულმა რომელიმე მედიასაშუალებამ არ უნდა გააკეთოს. აქედან გამომდინარე, რა უნდა ჩაწერილიყო, რიტორიკული კითხვა შეიძლება მხოლოდ დაისვას სახელმძღვანელოში, რაც ეწერა მაგალითად იმ რეზოლუციაში, რომელსაც „ნაცმოძრაობამ“ მხარი დაუჭირა? და რაც იყო ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება იქიდან გამომდინარე, რომ იქ ეწერა თითქოს ქართველმა სამხედროებმა დაიწყეს საბრძოლო მოქმედებები, რაც არის დადანაშაულება, დაბრალება საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ჯარისკაცების იმაში, რაც მათ არ ჩაუდენიათ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.