
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი” კანონდარღვევის ფაქტი აღიკვეთა. კერძოდ, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 89. 03 გრამი) და არადეკლარირებული თანხა (85 350 რუსული რუბლი და 20 750 ევრო) გამოავლინეს.
არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულებამ 15223.24 ლარი შეადგინა, ხოლო არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 66 502 ლარი.
აღნიშნული საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.