ისტორიის სახელმძღვანელოზე ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი „ფეისბუქში“ წერს.
„ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება
სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს…
ამ ტექსტით დაიწყეს 21-ე საუკუნის ცენზორებმა კიდევ ერთი სიყალბის კამპანია.
ქვემოთ, სურათზე, მიხეილ სააკაშვილის ბიოგრაფიაა იგივე სახელმძღვანელოდან.
ისტორიის სახელმძღვანელოზე გაჩაღებულმა ისტერიამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ორი რამ:
სადაც „ნაციონალური მოძრაობაა“, იქ ყოველთვის სიყალბეა.
დეზინფორმაციის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები თითს თითზე არ აკარებენ, როცა დეზინფორმაციის წყარო „ნაციონალური მოძრაობაა“… არადა, თუ კარგად დავფიქრდებით, ბიოგრაფიებზე და თარიღებზე ატეხილი ეს ისტერია სწორედ რუსული რბილი ძალის დეზინფორმაციით მოქმედების საუკეთესო მაგალითია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.