ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ლანჩხუთში მერობის კანდიდატად მოქმედი მერი, ალექსანდრე სარიშვილია წარდგენილი, ოზურგეთში – პაატა კუნჭულია, ხოლო, ჩოხატაურში – მინდია ჟღერია

პრემიერ-მინისტრმა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, გურიის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები დაასახელა.

მისი განცხადებით, ლანჩხუთის მერობის კანდიდატი მოქმედი მერი, ალექსანდრე სარიშვილი იქნება.

გურიაში, მოქმედ მერს – ალექსანდრე სარიშვილს წარვადგენთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში. ოზურგეთში ჩვენი მერობის კანდიდატი იქნება წარმატებული ლექტორი და მენეჯერი – პაატა კუნჭულია, ხოლო ჩოხატაურში, ჩოხატაურის მერის მოქმედი მოადგილე – მინდია ჟღერია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

Back to top button