ადამ კინზინგერი: მქონდა კარგი შეხვედრა საქართველოს დელეგაციასთან, რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა

საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი.

„ახლახან მქონდა კარგი და გამომაფხიზლებელი შეხვედრა ჩვენი კარგი მოკავშირის, საქართველოს დელეგაციასთან. რუსეთის მხრიდან უკრაინის მიმართ საფრთხის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა გავაორმაგოთ სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა.

საქართველოს 1/3 რუსეთის მიერაა ოკუპირებული“, – წერს კინზინგერი „ტვიტერზე“.

Back to top button