დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი უარყოფს თანაგუნდელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის სუსმა მოიტაცა

დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ოპოზიციონერი რამიზ რამაზანოვი უარყოფს ინფორმაციას სუსის მიერ მის გატაცებაზე და აცხადებს, რომ საქართველოში, ნათესავებთან იმყოფება. ამის შესახენ მან imedinews-ს განუცხადა.

„სტუმრად ვარ ჩემს ახლობლებთან, საქართველოში. ვინ მომიტაცა, ასეთი რამ არ არსებობს. ახლობლებთან ვარ და ყველაფერი კარგად არის“, – ამბობს რამიზ რამაზანოვი.

მანამდე დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ხელისუფლება შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ სუს-მა მათი თანაგუნდელი რამიზ რამაზანოვი გაიტაცა.

Back to top button