
„იმ დროს, როდესაც ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით თავიანთი მოკლე ჭკუით ქვას ქვაზე არ ტოვებენ, ყოველ დღე შენიღბულად თუ შეუნიღბავად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველოში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ადგილობრივი მეხუთე კოლონის მეშვეობით ძალადობრივი გაზით ჩამოაშორონ ხელისუფლებას, თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან უდიდეს წინააღმდეგობაში საკუთარ – ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევებთან“, – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი მეტყველებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ტყუილებს, სიცრუესა და მანიპულაციას, თავად ევროკავშირი ეწინააღმდეგება.
„იმ დროს, როდესაც ბრიუსელში ბიუროკრატები ათასგვარი გამოგონილი საბაბით თავიანთი მოკლე ჭკუით ქვას ქვაზე არ ტოვებენ, ყოველ დღე შენიღბულად თუ შეუნიღბავად მუშაობენ იმისათვის, რომ საქართველოში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ადგილობრივი მეხუთე კოლონის მეშვეობით ძალადობრივი გაზით ჩამოაშორონ ხელისუფლებას, თავადვე უკვე მერამდენედ მოდიან უდიდეს წინააღმდეგობაში საკუთარი – ევროკომისიის მიერ ჩატარებული კვლევებთან. ამჯერად ევროკომისიის გამოქვეყნებული მასალის „კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსის“ მიხედვით საქართველო მსოფლიო ქვეყნების საუკეთესო ორმოცეულთა სიაში 38-ე ადგილს იკავებს. ყველაზე წინ დგას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც ინდექსით წინ უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 10 ქვეყანას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის ტყუილებს, სიცრუეს, მანიპულაციას, თაღლითობას, მიკერძოებას და საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრას თავად ევროკავშირში არ აქვს გასავალი. ამდენად შორს არ არის ის დრო, როდესაც არსებული სახით მოქმედი ევრობიუროკრატია თავად საკუთარი ხელითვე დაიშლება და მის ადგილს 2030 წლისათვის დაიკავებს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ერთგული ევროგაერთიანება და ამ ღირებულებების აღსრულების ერთგული მოხელეები“, – წერს ედიშერ გვენეტაძე.