
ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ დღეს შეხვედრები გამართა “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს, ვაკის, სამგორის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების პარტიული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. საუბარი შეეხო წინასაარჩევნო პროცესს, დედაქალაქში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, სამომავლო გეგმებს.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” წევრებს, როგორც პარტიული საქმიანობისთვის, ისე ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
“ჩვენ ვართ ამ ქვეყნის რიგითი ჯარისკაცები, ვემსახურებით მის ინტერესებს.
რასაკვირველია, საქართველოს სჭირდება პარტნიორები, მეგობრები, ვინც პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს, ქვეყნის სუვერენიტეტს, მაგრამ არა ბატონები და თავიანთი ინტერესების თავზე მომხვევები. რასაკვირველია, ყველას აქვს საკუთარი სტრატეგიული ინტერესი, ისევე როგორც ჩვენ და ზუსტად ვიცით, რა არის საქართველოს განვითარებისთვის აუცილებელი. ესაა გრძელვადიანი მშვიდობა, ჩვენი იდენტობის დაცვა და განვითარება. ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს, ამაზე უნდა ვიზრუნოთ თავად და შევქმნათ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის მყარი საფუძველი.
ის კურსი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით “ქართულ ოცნებას” აქვს, გაგრძელდება. მშვიდობას მოაქვს განვითარება, წინსვლა და ეს პოლიტიკა გაგრძელდება,”- აღნიშნა კახა კალაძემ შეხვედრებზე.
პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებს თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.
კახა კალაძე: ყველა ხედავს, როგორ შეიცვალა დედაქალაქი უკეთესობისკენ, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რასაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა და პრობლემების გადაჭრის სწორი ხედვა. ჩვენ მზად ვარ ამისთვის!
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” საბურთალოს, ვაკის, სამგორის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების პარტიული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა.
კახა კალაძემ პარტიის წარმომადგენლებს თბილისის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და ვრცლად ისაუბრა დედაქალაქში არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.
თბილისის მერის თქმით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს თბილისისთვის სასიცოცხლოდ საჭირო რეფორმები და ასევე განხორციელდეს ახალი პროექტები, რის პრეზენტაციასაც ახლო მომავალში წარუდგენს თბილისელებს.
“დიდი და მასშტაბური სამუშაო განხორციელდა ბოლო წლებში თბილისში, ყველა ხედავს, როგორ შეიცვალა დედაქალაქი უკეთესობისკენ, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რასაც სჭირდება კიდევ უფრო მეტი შრომა, მეტი ძალისხმევა და პრობლემების გადაჭრის სწორი ხედვა. ჩვენ მზად ვარ ამისთვის, რადგან ზუსტად ვიცით რა სჭირდება თბილისს და თბილისელებს. რაც მთავარია, გვაქვს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და ამ ნდობას ჩვენ აუცილებლად გავამართლებთ. დღეს თბილისს სჭირდება დაწყებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ახალი პროექტების განხორციელება, რასაც ახლო მომავალში გავაცნობთ თბილისის მოსახლეობას,”- განაცხადა კახა კალაძემ.
პარტიულ ოფისებში გამართულ შეხვედრებს თბილისის საკრებულოში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.