
დღეს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გაიმართება თბილისის საკრებულოს პროპორციული სიის პრეზენტაცია. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
„მედიას პარტიის პრესსამსახურის მიერ მიეწოდება პირდაპირი ეთერის საერთო სიგნალი.
ღონისძიებაზე მედია დაიშვება სპეციალური საშვებით, რომელიც გაიცემა ადგილზე შესაბამისი პრესბარათის წარმოდგენის შემდეგ.
მედიისთვის გამოყოფილი იქნება კონკრეტული ადგილი და ღონისძიების დროს შეზღუდული იქნება გადაადგილება.
ღონისძიების დასრულების შემდეგ სპეციალურად პრესისთვის მოწყობილ კუთხეში გაკეთდება კომენტარები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.