
შპს „საქართველოს მელიორაცია“ სოფელ შუა ხორგას ტერიტორიაზე ხე-ბუჩქნარისა და ნატანი მასისგან 2 კილომეტრამდე სიგრძის კოლექტორული და შემკრები არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.
გაწმენდილ არხებში წყლის შეუფერხებლად გადინების შედეგად, 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის და მიმდებარედ არსებული, დაახლოებით, 15 ჰექტარი საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღარ იარსებებს.
„საქართველოს მელიორაცია“ გაწმენდით სამუშაოებს მიმდინარე თვის შუა რიცხვებში დაასრულებს.
აღსანიშნავია, რომ, 2012-2024 წლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 12,395 ჰექტარი მიწის ფართობი.