ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, რომ აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას

შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით, თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ აშშ და ევროპული ბიუროკრატია საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას.

„შემაშფოთებელია „დიფ სთეითის“ გავლენები მსოფლიო მასშტაბით. თქვენ ხედავთ, რა მდგომარეობამდე მიიყვანეს ამ ადამიანებმა ევროპული ბიუროკრატია. ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები. იგივე ხდებოდა აშშ-ში წინა ოთხი წლის განმავლობაში. იმედი გვაქვს, რომ აშშ საბოლოოდ დაძლევს „დიფ სთეითის“ გავლენას. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატიაც შეძლებს ამ გავლენის დაძლევას, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“, – განაცხადა პრემიერმა.

Back to top button