
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში, სტაჟიორების მიღებას იწყებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო უწყებებში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო.
„პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, რომლებსაც სურთ, პრაქტიკული გამოცდილების მიღება სოფლის მეურნეობის, კვლევისა და ინოვაციების სფეროში.
იხილეთ სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ გამოცხადებული ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსის პროგრამების ჩამონათვალი:
რისკის შეფასების სამსახურის სტაჟიორი
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95354
მეცხოველეობის და საკვებ-წარმოების კვლევის დეპარტამენტის სტაჟიორი
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95348
ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის სტაჟიორი
https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/95348?active=1
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის www.hr.gov.ge -ის მეშვეობით შეუძლიათ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.