
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი უწყებები, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2025 წლის 1-10 სექტემბრის პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე – www.hr.gov.ge.
სსიპ მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში კონკურსი გამოცხადდა სასარგებლო წიაღისეულის მართვის დეპარტამენტის სტაჟიორის პოზიციაზე (ადგილების რაოდენობა – 3).