
კლინიკა „ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ბექა ოდიშარიასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც ნინო ნადირაძე აღნიშნავს, სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეს.
„თქვენ სიმსივნიან პაციენტებს გუშინდელი გამოხტომით განაჩენი გამოუტანეთ. ერთი წუთით წარმოიდგინეთ ამ დიაგნოზიანი ბავშვების მშობლები. არ მიკვირს, თქვენმა ერთ-ერთმა ლიდერმა ონკოპაციენტებზე დახარჯულ ფულს წყალში გადაყრილი უწოდა. ბოროტები და საშიშები ხართ“, – წერს ნადირაძე.